მაგდა პაპიძის ოჯახი აქციებით იმუქრება და გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
საზოგადოება - 12:55, 08 Jul, 2016     21899
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ოჯახი საზოგადოების ნაწილს, მაღალჩინოსნებს და მედიას დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ და უფლებადამცველმა ოთარ ბექაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, შს მინისტრის მოადგილემ მაგდა პაპიძის დაკავებიდან ერთ საათში, შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "მეუღლისა და შვილის მკვლელი დაკავებულია".
უფლებადამცველმა ასევე დაადანაშაულა ცოტნე გამსახურდია მაგდა პაპიძის მიმართ გაკეთებულ არასათანადო განცხადებებში, სადაც ის პაპიძის სახალხოდ ჩაქოლვას ითხოვს.
ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებშიც დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია.

მსჯავრდებულის ახლობლები აქციების დაწყებით იმუქრებიან და გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვენ.
"ფაქტები მაქვს და ხელახალ გამოძიებას ვითხოვ. სულხან მოლაშვილიც ეგონათ თავის დროზე, რომ დამნაშავე იყო, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი ყოფილა. მივმართავ ბატონ მარგველაშვილს - იქნებ, შეწყალებას მოაწეროს ხელი", - განაცხადა ბექაურმა.
ლიანია შამუგიას თქმით, კი მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მაგდა პაპიძის დედის თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს.

" მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“- ამბობს შამუგია.
მისი თქმით, თუკი საუბარია იმაზე, რომ მაგდამ გაგუდა ბავშვი ხელის აფარებით, თუ დნმ-ი არ ემთხვევა რის საფუძველზე ავრცელებენ ამ ვერსიას.
"ურნაში ნაპოვნ ნივთებზე არ დაემთხვა მაგდას დნმ-ი. რატომ აუღეს მარტო მაგდას დნმ-ის ნიმუში და სხვას არა, თუნდაც დედამთილს. ეჭვი მაქვს ის რაღაცას მალავს და რაღაცას ხელს აფარებს”, - განაცხადა ლიანა შამუგიამ.
რაც შეეხება ვერსიებს, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა, მაგდა პაპიძის დედის თქმით, დანაშაული მამაკაცის ხელითაა ჩადენილი, თუმცა კონკრეტულად ხელს ვერავის დაადებს.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42