მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...
საზოგადოება - 12:39, 07 Jul, 2016     25579
სასამართლოს მიერ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულად მიჩნეული ქალის, მაგდა პაპიძის მიმართ ინტერესი არ ცხრება.

ვერდიქტის გამოვცხადების შემდეგ, საიას იურისტმა ნინო ბაღაშვილმა ამ თემას ბლოგ-პოსტი მიუძღვნა:

"პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი.

ხდება ასე, რომ ქმრები კლავენ ცოლებს, ცოლები ქმრებს, დედები შვილებს და მაგდა პაპიძის საქმე არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, სამწუხაროდ. თუმცა, აღნიშნული პროცესი ნამდვილად უპრეცენდენტოა თავისი რეზონანსით მედიასა და საზოგადოებაში. 2015 წლის 20 დეკემბრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა თუ როგორ მოკლა 25 წლის გოგომ ქმარი და მცირეწლოვანი შვილი. რა თქმა უნდა, იმაზე დიდი ტრაგედია არაფერია, როცა დედა შვილს კლავს და ეს დანაშაულიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმე და სენსიტიურია ყველასთვის. თუმცა, მაგდა პაპიძის საქმის გარშემო დატრიალებულმა ამბებმა, სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა, რომლის საფუძველიც ჩვენში ღრმად გამჯდარი და დალექილი სტერეოტიპებია.

პაპიძის საქმე არის ამბავი საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოლომდე გაწიროს ადამიანი, ისე რომ გადარჩენის გზაც არ დაუტოვოს. ეს არის ამბავი არაპროფესიონალ და არაჰუმანურ მედიაზე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ტრაგედია ჩვეულებრივ, ტაბლოიდურ, ყვითელ თემად აქციოს. და რაც მთავარია, ეს არის ამბავი მორალისტურ საზოგადოებაზე, რომელიც თავადვე ხდება ტყვე მორალური თუ სტერეოტიპული წარმოდგენების და ქმნის შერჩევითი სამართლიანობის პრეცენდენტებს.

გიფიქრიათ რა მოხდებოდა, მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო?...

პ.ს. ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს 34 ქალის მკვლელობა მოხდა, სადაც მინიმალური სასჯელი იყო ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 3 შემთხვევაში. 2 საქმეზე მსჯავრდებულს ფსიქიკური აშლილობის გამო სასჯელის მოხდა დაუდგინდა სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ საქმეებიდან უმრავლესობა ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს არც სმენია, არ დაინტერესებულა სათანადოდ დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები. დანაშაული კი, ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი, დანაშაულია და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამართლიანად. უპირველესად ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესი დანაშაულების მიმართ არ უნდა იყოს შერჩევითი, რადგან სამართლიანობა ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლიანობის გარეშე უზნეობა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42