1 აგვისტოდან რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენება იკრძალება
საზოგადოება - 11:41, 07 Jul, 2016     7069
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის ნაწარმის მწარმოებელებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს რძის ტექნიკური რეგლამენტის ის ნორმა გააცნეს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს დაუდგინდათ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი; 2016 წლის პირველი აგვისტოდან კი რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

„ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდგომ სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, რასაც მოწმობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები. დარღვევების რაოდენობამ იკლო, რაც ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობა, რაც დარგის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლის ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს” - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2016 წელს 1770 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აღებული 87 ნიმუშიდან დარღვევა 12 ნიმუშში გამოვლინდა.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42