მიმღებ პუნქტებში „ძველ“ თხილს აღარ იბარებენ - ახალ ნედლეულზე კი მოთხოვნა შემცირდა
გურიაში თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ადგილობრივთა ინფორმაციით, 1 კილოგრამ თხილზე 2,70 ლარი რეკორდულად დაბალი ფასია. თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ შარშან ამ დროს თხილი 8-50 ლარი ღირდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებ ლია ლ. თხილის ფასის მომატებას გასული წლიდან უშედეგოდ ელოდება. ამბობს, რომ ნედლეულის ფასის მკვეთრად დაცემის გამო, მიმღებ პუნქტებში თხილის მიღებაზე უარი უთხრეს. „შარშანდელი თხილი მაქვს სახლში ტონა ნახევარი. მკრეფავები დავიქირავე, 5 დღე ვკრეფდით და 1000 ლარამდე მათ გადავუხადე. ამბობდნენ, დაელოდეთ, სექტემბრის ბოლოს თხილი 12 ლარზე ავაო. მეც დავიჯერე, 9 ლარამდე რომ ავიდა არ ჩავაბარე, კიდევ ფასის მომატებას ველოდებოდი და რა შედეგამდე მივედი- ფასმა კლება დაიწყო, ახლა საერთოდ დაუვარდა ფასი და კიდევ უარესი, აღარ იბარებენ. რა უნდა ვქნა, რა დღეში ვარ არ ვიცი, უკვე სამი დღეა ვცდილობ ჩაბარებას, თუმცა ფასის სიმცირის გამო ვერ ვაბარებ“. მიმღებ პუნქტში მომუშავეების ვარაუდით, წელს თხილის ფასი შარშანდელ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. ამბობენ იმასაც, რომ თხილზე ფასის დაცემა პროდუქციის უხარისხობამაც გამოიწვია. მეთხილეების თქმით, ქარხნებში ნედლ თხილზე მოთხოვნა შემცირა. „არ ვღებულობთ თხილს, იმიტომ რომ ფასი არის ძალიან დაბალი. ახალი თხილი ღირს 1 ლარი. შარშან ამ დროს 8 ლარი ღირდა ბერძულა, 7 ლარი ღირდა შველისყურა, ჩვენი ინფორმაციით, თხილის ფასის ასეთი ვარდნა უხარისხობას უკავშირდება. რა თხილიც მივიღეთ, ყველა დაიწუნა ქარხნებმა. გულის ხარისხი, რომ უნდა ყოფილიყო 55% იყო 35%. ამ ეტაპზე, ძველ თხილს ამ ფასში არავინ აღარ აბარებს და მიმღები პუნქტების უმეტესობა დაკეტილია. როდესაც ხალხმა ბანკიდან ფული გამოიტანა და თხილი 5 ლარად იყიდა 2 და 70 როგორ უნდა ჩააბაროს? ის თხილი ყველა წავა დაბალ ფასში მეორადად. ქარხნები გაჩერებულია და ვერ ვღებულობთ თხილს. ქართველების ბრალიცაა, ბაზარზე უხარისხო თხილი რომ გაიტანეს. სერიოზულად მისახედია ეს საკითხი და არავინაა პატრონი.“ ადგილობრივი მეწარმეების განცხადებით, ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოიარე ნაყოფს ხალხი წინასწარ 2 ლარად ყიდის, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა არც შეიმჩნევა. „ხალხს ძალიან, რომ უჭირს ნედლ თხილს კრეფს და მიაქვს ჩასაბარებლად, მაგრამ ნედლ თხილზე მოთხოვნა შემცირა. ოჯახს ძალიან თუ არ უჭირს, თხილს წინასწარ არ გაყიდის. ბოლოს და ბოლოს, დიდია ზარალი. მისი ღირებულების ნახევარსაც ვერ იღებენ. ვერ გეტყვით რა არის გამოსავალი. ფაქტია, რომ მოსახლეობა ძალიან დაზარალდა, ბანკის პროცენტებს ვეღარ იხდიან და ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ კუთხით".მეთხილეები ამბობენ, რომ თუ წელსაც გამოვლინდება ცუდი, უხარისხო თხილის ხარისხიანში არევის ფაქტი, ფასზე ცუდად იმოქმედებს. გლეხებს კი, თხილზე ფასების მკვეთრი ვარდნა საეჭვოდ მიაჩნიათ და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან კარტელურ გარიგებაზე საუბრობენ- თხილის ექპორტიორები ერთმანეთში თანხმდებიან მოსახლეობისგან თხილის შესასყიდ ფასზე და მას ხელოვნურად აგდებენ. „5 ტონამდე თხილი მაქვს ნაყიდი 5 და 6 ლარად. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ბანკში სახლი ჩავდე იმის იმედით, რომ თხილის ფასი მაღალი იქნებოდა და მოგებას ვნახავდი. აღმოჩნა, რომ სერიოზულად დავზარალდი. არ ვიცი რა უნდა ვქნა, ვერ ვფარავ ბანკის კრედიტებს. რამდენიმე დღეა დავდივარ მიმღებ პუნქტებში და უარს მეუბნებიან. შარშან ამ დროს ძალიან მაღალი იყო თხილის ფასი და ამიტომ გავრისკეთ. საინტერესოა, ვინ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი? ამბობენ, ევროპის ბაზარიო და გლეხმა რა იცის ეს ევროპის ბაზარი? რატომ არ ინტერესდება ამ საკითხით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან შესაბამისი უწყებებები? რატომ დუმს ყველა?! რატომ არავის არ ადარდებს რა დღეშია ხალხი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ნედლი თხილი კი, ჯერ არავის უნდა. ", - ამბობს ლ.მ
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






