კონკურს „თბილისის“ ორგანიზატორებმა პარტნიორ კომპანიებს წლევანდელი კონკურსის პირობები გააცნეს
საზოგადოება - 18:08, 06 Jul, 2016     1361

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, საკრებულოს მიერ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს ”თბილისის” ფარგლებში, რესტორან DINEHALL-ში, კონკურსის პარტნიორ კომპანიებსა და ჟიურის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 2016 წლის კონკურსისთვის სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი პირველად შარშან ჩატარდა.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, საკრებულოს კულტურისა და განათლების საკითხებში მრჩეველმა და კონკურს „თბილისის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თიკა რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს შარშანდელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და 2016 წლის კონკურსის პირობები გააცნეს.

წლევანდელი საკონკურსო ნამუშევრების მიღება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მათ შორის მსახიობი ნიკოლოზ შენგელაია და კომპოზიტორი დავით ევგენიძე, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. ნომინაციებში გამარჯვებულებს კი სექტემბრის ბოლოს გამოავლენენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ასაკის ხელოვანებს შეეძლებათ. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, მუსიკისა თუ ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. ასევე ის მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მათ სურთ, კონკურსი „თბილისობის“ დღესასწაულისთვის ტრადიციად იქცეს. მისივე თქმით, წელს „თბილისობა“, სავარაუდოდ, არჩევნების მომდევნო კვირას, 14-15 ოქტომბერს გაიმართება.

ალიბეგაშვილის ინფორმაციით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში: წლის საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; წლის საუკეთესო სიმღერა; საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები; საუკეთესო ქანდაკება; წლის საუკეთესო ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურული ნაწარმოებები. ასევე გაიმართება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ესეების კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე: „ჩემი ვეფხისტყაოსანი“, შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით.

„შარშან კონკურსის ფარგლებში არ გვქონდა ურთიერთობები დიასპორის, კულტურისა და განათლების სამინისტროებთან, მაგრამ წელს უკვე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. უცხოეთში მივლინებით ყოფნისას, როდესაც ქართული დიასპორების წარმომადგენლებს ვხვდები, ძალიან ხშირად გამოხატავენ დაინტერესებას მსგავსი აქტივობების მიმართ. უნდათ, იგრძნონ სითბო, როგორც ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისგან, სურთ, თვითონაც გაისარჯონ. ამ გზით ქვეყნის სიარული სწორი მიმართულებაა.

ასევე, ხელგაშლილები ვეპატიჟებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მათ მწერლებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ამ თვალსაზრისით კულტურისა და განათლების სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს იმას, რომ მათ ფართოდ გააცნონ ჩვენი შეთავაზება და რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მასში მონაწილეობა. გვინდა ამ ღონისძიებას ზეიმის სახე მივცეთ. გვაქვს საგანგებო პრიზი - ხოხბის ქანდაკება, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა გია ჯაფარიძემ დაგვიმზადა. თუმცა, ასევე გაიცემა ფულადი ჯილდოებიც. ვიმედოვნებთ, წელსაც საინტერესო სპონსორები გვეყოლება,“- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

შეხვედრაზე „მედია პალიტრის“ კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ გამოთქვა სურვილი, რომ კონკურსს დაემატოს საზოგადოების რჩეული და კონკურსის დასრულებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხმის მიცემით თავად საზოგადოებამ განსაზღვროს, ვინ იქნება თბილისელების რჩეული. მარიკა დარჩიამ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატების ნაწარმოებებს მიაქციონ ყურადღება, რომლებსაც საინტერესო ნაწარმოებები აქვთ.

შეხვედრას მოქანდაკე გია ჯაფარიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილიც ესწრებოდნენ.

ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ჟურნალი „ცისკარი“ გადასცეს, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის შეიქმნა. ჟურნალში 2015 წელს გამართულ კონკურს „თბილისის“ შესახებ დეტალური ინფორმაციაა გამოქვეყნებული.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს ,,თბილისის“ დაჯილდოების ცერემონია ყოველი წლის ოქტომბერში გაიმართება, მანამდე კი შვიდკაციან ჟიურის შესაძლებლობა ექნება, საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოებები გულდასმით განიხილოს.

კონკურსის მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა”.

კონკურს „თბილისში“ მონაწილეობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42