მე არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე - მაგდა პაპიძე პრეზიდენტს მიმართავს
საზოგადოება - 11:42, 06 Jul, 2016     33212

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქალის სასამართლო მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.

მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ ის გამამტყუნებელ ვერდიქტს არ ელოდებოდა.

"მე თვითონ დავჯდები დენის სკამზე ისე, რომ გული არ ამიჩქარდება. და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს"- თქვა ბრალდებულმა.

„დაკავების დღიდან ჩემი სიმართლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მენტალობაში ვერ მივაღწიე. ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო.

ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის ან უვადო პატიმრობის. მე თვითონ დავჯდები დენის სკამზე ისე, რომ გული არ ამიჩქარდება. და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს" - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

დღევანდელ სასამართლოზე პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაურიც პროკურატურის მსგავსად პაპიძისთვის უვადო პატიმრობას მისჯას ითხოვს.

”ადამიანმა რომელმაც 2 ადამიანი დახოცა, ის საზოგადოებისთვისაც საშიშია. ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ მოვითხოვ უვადო პატიმრობას” - თქვა მინდიკაურმა.

პროცესზე ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა:

”გთხოვთ, გაითვალისწინოთ როგორი დედა იყო მაგდა. ფსიქიატრმა თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად განიცდის სიყვარულის ნაკლებობას. მიეცეს საშუალება ბრალდებულს, რომ მივიდეს საკუთარი შვილის საფლავზე. მოვითხოვ ბრალდებულის სასჯელი განისაზღვროს მინიმუმით”- აღნიშნა ადვოკატმა.

ბოლო ინფორმაციით, საქმის მოსამართლე სათათბირო ოთახში უკვე გავიდა, რამოდენიმე წუთში ცნობილი გახდება გადაწყვეტილება, რამდენ წელს მოუსჯიან მკვლელობაში ბრალდებულს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42