დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი - ლაშა ბაქრაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს
კულტურა - 18:01, 05 Jul, 2016     1737
თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს. ლაშა ბაქრაძის განცხადებით ლიტერატურის მუზეუმში მიტანილია დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის შესაძენად მუზეუმს 15 ათასი დოლარი სჭირდება. ბაქრაძე საზოგადოებისგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს რათა მუზეუმმა შეძლოს ამ უმნიშვნელოვანესი ნახატის შეძენა:

„ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით - გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით კაკაბაძის წარწერა: „ჭეშმარიტად დიდ პოეტს, ტერენტი გრანელს. იმედია, თქვენი თხოვნა შევასრულეთ. დ. კაკაბაძე. 29 წ.“

ტერენტი გრანელმა კი ორი წლის შემდეგ წააწერა: „მე ტერენტი გრანელი ვარ, ეს ჩემი სახეა. როგორც ცხოვრება მიჰყვება ტალღებს, ისე მიჰყვება ჩემი სული ზეცას. მე არ მინდა მიწაზე, მე მინდა ვიყო სხვაგან. მე რაღაც სხვა მინდა. ტერენტი გრანელი, 1931 წელი“.

ლიტერატურის მუზეუმის პირდაპირი მოვალეობაა ამ ნამუშევრის შეძენა.

სულ 15 ათასი დოლარი გვჭირდება.

იმედია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიისთვის ასეთი უნიკალური ძეგლის სახელმწიფო მუზეუმში დაბინავება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.

ხვალ, 12 საათიდან ყველას შეუძლია მუზეუმში იხილოს მხატვრობისა და ლიტერატურის დამაკავშირებელი ეს უიშვიათესი ნიმუში.“- წერს ლაშა ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42