ქალაქ ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება
საზოგადოება - 18:40, 04 Jul, 2016     1865
ოზურგეთის დრამატული თეატრი, 5 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს თორმეტი და ერთი ლიტვური თეატრი მიიღებს, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „გამარჯობა ხალხო“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე) წარუდგენს.

ფესტივალი თავს უყრის ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების მიხედვით სხვადასხვა თეატრში დადგმულ სპექტაკლებს. ათი დღის განმავლობაში ფესტივალზე მოწვეული სტუმრები და მაყურებლები დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ნახავენ.

ფესტივალი ოზურგეთის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები“ გაიხსნება, რომელიც მაესტრო გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრის დასთან ერთად მოამზადა. სპექტაკლზე, ასევე, იმუშავა ცნობილმა კომპოზიტორმა გომარ სიხარულიძემ და სცენოგრაფმა ლომგულ მურუსიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, 14 ივლისს ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში მწერლის იუბილე აღინიშნება. ჩოხატაურის სახალხო თეატრში კი სპექტაკლის ჩვენება მოეწყობა.

15 ივლისს ფესტივალს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია - ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო“ დახურავს. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ექსკურსიები გურიის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. პრესის წარმომადგენლებისთვის დაიგეგმება შეხვედრები თეატრის კრიტიკოსებთან.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ოზურგეთის მერია.

ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართველი კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42