კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, გოძიაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, არშბას, სანდრო ეულის და პოლიტოვსკაიაას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






