როგორც ქაშიბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, განსაკუთრებით მძიმეა 13 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა ზედა და ქვედა კიდურებზე ლეღვის ფოთლის წვენით მიიღო. გოგონა რაიონიდან იაშვილის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ყველაზე პატარა პაციენტი კი კლინიკაში სამი წლისაა, რომელმაც მზეზე დიდხანს ყოფნისას მძიმე დამწვრობა მიიღო.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი რუჯის მოყვარულებს აფრთხილებს 11 საათიდან 16 საათამდე მზის სხივებს მოერიდონ - “შარშანდელ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა. 50-მდე პაციენტმა ამბულატორიული მკურნალობა ჩაიტარა. 8 გოგონაა მოთავსებული კლინიკაში, მათ შორის, 2 – რეანიმაციაში. არ შეიძლება მზის სხივების მიღება 11 საათიდან 16 საათამდე, მართალია მათი მდგომარეობა რთულია, მაგრამ თითოეული მათგანი გადის მკურნალობას“ - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






