,,დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა!!!“ - დღეს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა
კულტურა - 09:58, 04 Jul, 2017     6805

"მე მომერია დიდი სურვილი დავწერო
ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია

ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც

გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების
ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს
თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში მიყვარს
მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:
კაცის და მხეცის.
ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს

პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით

მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე, გრძნობებზე,

ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე
და შექსპირი

იყვნენ ღირსი ქართველობის.
ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში
რუსთაველს და საქართველოს,

რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!"


გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ,უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42