„როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ...ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე...“- გიორგი ვარდოსანიძე
საზოგადოება - 13:25, 04 Jul, 2016     28425
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ეპიტცენტრში და მის პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. მსახიობი არაერთ ადამიანთან დააწყვილეს და არარსებული რომანიც გაუვრცელეს. როგორი რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე გიორგის ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გიორგი ვარდოსანიძე: „როცა ჩემს საცოლეს, თამთა შალამბერიძეს დავშორდი, მაშინაც დიდი ამბავი ატყდა. სალომე ჭაჭუა რომ მოვიყვანე ცოლად და დავშორდი, იმაზეც ბევრი იჭორავეს. თავიდან მომწონდა ჩემზე ჭორები და ვიპრანჭებოდი, მერე ვღიზიანდებოდი, ვიბრძოდი, მერე კი მივეჩვიე. ახლა ჩემთვის ჭორები მეასეხარისხოვანია. მიმაჩნია, როგორც კაცს გაუსწორდება, ისე უნდა იცხოვროს. ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი. ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე და, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც ბაბნიკობის სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც...
ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო (ნიჟარაძე) შეყვარებულების როლს ვთამაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და "მოგვნათლეს" შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ, მიუზიკლში, რეალურად კი კარგი მეგობრები ვართ და წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქრო გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგი. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო?"


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42