"პირში საღეჭი რეზინი კი არა, ვალიდოლი მაქვს, მუხლებზე კი სახარება მიდევს" - პაპიძე მედიას საყვედურობს
საზოგადოება - 12:53, 04 Jul, 2016     71960
ქმარისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მედიას საყვედურობს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესებიდან ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება:

''მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით" და ა.შ. სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას რომ ჩემი სიმართლე დავდო"- განაცხადა პაპიძემ

ამ მოტივით პაპიძემ დღევანდელი პროცესის დახურვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ დამახინჯებული ინფორმაციების გაშუქების გამო ნაფიცი მსაჯულები გავლენის ქვეშ ექცევიან.

"ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები და ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს და მოკლე დაიჯესტებს საგაზეთო სტატიების. სირცხვილია ხალხო. ვადევნებ თვალს იმ სათაურებს, რომელიც იდება ინტერნეტსივრცეში... "მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით ირთობდა თავს პროცესზე". ნუთუ არ გრცხვენიათ?! მე "პირში საღეჭი რეზინი კი არა, ვალიდოლი მიდევს, მუხლებზე კი ფსალმუნი მიდევს და იმას ვკითხულობ"- თქვა ბრალდებულმა.

მისი თქმით, "ისამოვნა მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც დაკითხვის დროს დაუსვეს".

პაპიძის თქმით, პროცესებზე სახარებით დადის.

"მუხლებზე მიდევს და ვკითხულობ რომ კამერამ არ დააფიქსიროს. რა პროცესებიც მიმდინარეობს აქ სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ყველაფერს და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს ძალიან მოაზროვნე მსაჯულები და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს'' - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მისი თქმით, მთავრობიდან და მედიიდან შეტევა ხორციელდება.

"კატეგორიული მოთხოვნაა პროცესი დაიხუროს. საქმე ეხება პირად და ინტიმურ საკითხებს. მე მოვითხოვე თავიდან მსაჯულები და მედია. არც ერთი სმს არ მაქვს დასამალი, არ მიმაჩნია, რომ ამორალური გავაკეთე რამე და არ მეთაკილება. მაგრამ მედიის გაშუქების გამო ვითხოვ დახურვას. დახურული სხდომები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა" - განაცხადა პაპიძემ.

საბოლოო ჯამში სხდომა დაუხურა, პროცესზე მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დარეჯან მინდიკაური დარჩა.

დღეს, 4 ივლისს, ნაფიცი მსაჯულები შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ვერდიქტს გამოიტანენ. სასამართლო პროცესზე უკვე 60-ზე მეტი მოწმე დაიკითხა.

პროცედურების მიხედვით ნაფიცმა მსაჯულებმა სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ. ვერდიქტის მიღება ვერ მოხდება თუკი ყველა ნაფიცი მსაჯული არ იქნება თანახმა. ვერდიქტის ვერ მიღების შემთხვევაში, მოსამართლე მათ 6-საათიან დამატებით დროს მისცემს, რა დროშიც მინიმუმ 8 მსაჯული ერთ აზრზე უნდა იყოს. თუკი 6 საათიან ვადაშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე 3 საათს დაუმატებს. დროის ამ მონაკვეთშიც მინიმუმ 8 მსაჯულის ხმაა საჭირო. თუკი ამ დროშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით 1-საათიანია. თუ ამის შემდეგ ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, მსაჯულებს მოსამართლე დაითხოვს და ახალი შემადგენლობა შეირჩევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42