25 წლის შშმ პირისთვის მოხსნილი სოციალური დახმარება და დაკისრებული 600 ლარიანი ჯარიმა
საზოგადოება - 12:43, 04 Jul, 2016     1639

ერთსართულიანი, მიწაზე დადგმული პატარა სახლი, რომელსაც სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის და ზამთარში იქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ფანჯრები, ნახევრად შემინულია, ზოგან კი ცელოფნის პარკები აქვთ აკრული, სახლს სანახევროდ არც ჭერი აქვს და არც გამაგრებული კედლები. მაგიდა, სკამები, საწოლები, ყველაფერი ძველია და ეტყობა რამდენჯერმე შენაკეთებიც. ერთადერთი, რასაც ამ სახლში სიახლის ელფერი დაკრავს, ფერადი ტელევიზორია.
ეზოში რამდენიმე ძირი თხილი და მანდარინი აქვთ დარგული. არ ჰყავთ საქონელი, ყიდვა ვერ შევძელითო. მხოლოდ პატარა ხბოს ზრდიან, რომელიც აჩუქეს და ჰყავთ კიდევ 5 ქათამი. თავის გატანას ეზოში მოყვანილი ბოსტნეულით ასე თუ ისე ახერხებენ, როცა პურის ფული არა აქვთ, მეზობლებს ეხმარება, ავადმყოფ შვილს საჭმელი მაინც რომ აჭამოს, რადგან მედიკამენტების ყიდვას ისედაც ვერ ახერხებს, ძვირია, ყოველდღიურად ესაჭიროება და ვერ ავუთავეთო.
ასეთ პირობებში მცხოვრებ მამა-შვილს კი დაახლოებით რვა თვეა მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება, მათი „ქონების“ 69 ათას ქულად შეფასების გამო. ოჯახის უფროსი ჯერ არც საპენსიო ასაკისაა, მათი ერთადერთი შემოსავალი 25 წლის ლევანის პენსიაა, რომელიც დაბადებიდან მძიმე ავადმყოფია და მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს.
გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ყოვედღიურად ესაჭიროება დამამშვიდებელი მედიკამენტები, რომლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. ეს კი, როგორც ვალერიან მეგრელიძვილი გვიხსნის, მის მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს და კრიტიკულს ხდის: „ძალიან გაღიზიანებული ხდება, ნერვიული. არ შიძლება ამის წამლების გარეშე გაჩერება, მაგრამ რა ვქნა?! 100 ლარი აქვს სულ პენსია, საჭმელი ხომ უნდა ჭამოს? შუქს ხომ ვერ გამოვურთავს, ესეც ხომ უნდა გადავიხადოთ? მორჩა ასი ლარი. თუ რამე შავი სამუშაო გამოჩნდება მეზობელთან, ან სადმე, მივდივარ და ვმუშაობ. მაგრამ, ეს ხომ ყოველდღიური სამუშაო არაა“?-გვიყვება ვალერიან მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილების ოჯახის უკიდურეს გაჭირვებაზე სოფელ სილაურში, ძეგორას უბანში ყველამ იცის: „არ არსებობს ამ სოფელში ოჯახი, ამათზე მეტად რომ უჭირდეს. ავადაა ბიჭი, რაცხა სოციალურს იღებდნენ, ისიც შეუწყვიტეს. ამათ თუ არ მისცემენ, მაშინ გვითხრან, სად ნახულობენ ოჯახებს, ამათზე უარესად რომ ცხოვრობენ“-გვეუბნებიან მეზობლები.
ოჯახის უფროსი გვეუბნება, რომ არა აქვს კონკრეტული პასუხი, რის გამო გაეზარდა სარეიტინგო ქულა და რატომ დარჩა ოჯახი სოციალურად შეჭრვებულთა სიის მიღმა. ახლა ყველაზე მეტად იმ გაზრდილი გადასახადის გამო წუხს, წინსწრებით გამოტანილი და შემდეგ შეწყვეტილი ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ჯარიმის სახით რომ სთხოვენ. თანხის გამოტანა კი, როგორც თავად გვიხსნის, შვილის ოპერაციისთვის სჭირდებოდა: „რამდენიმე ძირი თხილი მაქვს, გადამიანგარიშეს, თითქოს 1000 ლარს მიკეთებდეს და კი მომიხსნეს სოციალური დახმარება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ 300 ლარი სოციალური დახმარების წინსწრებით მქონდა აღებული, ახლა იმ გატანილ თანხას უკან მთხოვენ, მაგრამ პროცენტით, რადგან ვერ ვიხდი, ემატება და 900 ლარზეა ასული. ის თანხა წინასწარ შვილისთვის გამოვიტანე, ბათუმში მყავდა წაყვანილი ექიმთან. ასაკში შევა და უკეთესად იქნებაო, მაგრამ უარესად არის. არ ვიცი რა ვუშველო. თავდაპირველად 35 ათასი ქულა მქონდა, ახლა 69 ათასი მომანიჭეს. რა ნახეს ჩემთან ასეთი, უკან-უკან მივდივარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი მყავს. განცხადების დაწერის უფლებას არ მაძლევენ, ერთი წელი უნდა გავიდესო. მთელი ჩვენი შემოსავალი ჩემი შვილის პენსიაა, მე ჯერ არ ვარ საპენსიო ასაკში. ამ თანხით ცალკე მედიკამენტებს ვყიდულობთ, რომელიც მუდმივად ესაჭიროება და ცალკე საჭმელს. არც საქონელი გვყავს, ერთი პატარა ხბო მყავს და 5 ქათამი“.
მეგრელიშვილების უმძიმესი საცხოვრებელი პირობებისა და ეკონომიური მდგომარეობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ არც ერთჯერადი დახმარება მიუღიათ და ვერც მათი სახურავით უზრუნველყოფა შეძლეს: „დეპუტატთანაც ვიყავით სოფლის, კარგად იცის მან ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ არაფერი დახმარება ჩვენ არ მიგვიღია, მხოლოდ 200 აგური და 20 პაჭკა ცემენტი, რომელიც ახლაც ეზოში გვიწყვია, რა უნდა გავაკეთო მაგით? აშენების საშუალება მაქვს, თუ სახლის გამაგრების? სახურავი მოეცათ, თავზე არ დაგვაწვიმდებოდა. ჩემს თავზე არც ვფიქრობ, ასეთი მძიმე ავადმყოფი მყავს სახლში, ლაპარაკი უჭირს გადაადგილების პრობლემა აქვს, საოპერაციოა და წამლებს ვერ ვყიდულობთ, კიდე თავზე დაწვიმება უნდა ამას? ისედაც ამხელა გასაჭირი აქვს“-გვიყვება ვალერიან მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილების ორსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა უკვე 8 თვეა მოხსნილი აქვს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მაღალი სარეიტინგო ქულების გამო. ისინი წლების განმავლობაში, პროგრამის ამოქმედებიდან გასულ წლამდე სოციალურად შეჭირვებულთა სააგენტოს ბენეფიციარები იყვნენ. თავდაპირველად 24 ათასი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, მომდევნო ოთხ წელიწადში 24 ათასი 35 ათასამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 69 ათასი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც რესპონდენტები გვიყვებიან, მათი ცხოვრება არც უკეთესობისკენ შეცვლილა და არც არაფერი შეუძენიათ.

ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს კი, ჟურნალსიტებს საგენტოდან მხოლოდ ერთი პასუხით გვისტუმრებენ, ეს ოჯახის პირადი მონაცემებია და მათი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თავად მობრძანდნენ სააგენტოში და ყველაფერს ავუხსნით.



თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42