გოდერძის საკურორტო ზონაში ახალი სასტუმრო შენდება
საზოგადოება - 19:31, 03 Jul, 2016     1159
აჭარაში კიდევ ერთი მრავალნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ საძირკველი ჩაეყარა დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას. საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა „ალიანს ჯგუგის“ მართველ პარტნიორ გიორგი ბიწაძესთან ერთად ჩააგდეს. მშენებლობის დაწყებით საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

სასტუმროს მშენებლობა 24 თვეში დასრულდება. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროეტში დასაქმდება 100-მდე ადამიანი, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობით.

„ორ წელიწადში გოდერძზე იქნება ევროპული სტანდარტების კურორტი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აჭარისათვის, რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, ადგილობრივების დასაქმებისათვის'' -განაცხადა არჩილ ხაბაძემ სასტუმრო კომპლექსის საძირკველის ჩაყრის შემდგომ.

კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა. „ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყო საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას, როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიცაა: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე , ბეშუმი და სხვა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42