კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 12:00, 03 Jul, 2016     852

კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირველი რეგიონული შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და რეგიონებში არსებულ პოტენციალზე ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ფერმერებს აგრობიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და კენკროვან კულტურებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ გააფართოონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გურჯაანში კენკროვანი კულტურების პლანტაციები დაათვალიერეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42