გარდაცვლილის მამიდა მანანა ცხაკაია, აცხადებს, რომ მკვლელმა სავარაუდოდ იცოდა ცხაკაიას მარშრუტი.
"მას ჰყავდა ძაღლი, რომელსაც იპოდრომზე თითქმის ყოველდღე ასეირნებდა. სადაც მანქანა დგას იმ ადგილზე არის წაქცეული. ნასროლია იარაღით, რომელიც გარაჟის თავზე შემოაგდო მკვლელმა. სავარაუდოდ იმ ავტომობილით გადაადგილდებოდა მკვლელი, რომელსაც პოლიცია ათვალიერებს. აქ ისეთი უბანია, რომ დედამ როგორც კი გაიგო გასროლის ხმა გამოვიდა და თვითმხილველი სწორედ ის არის. ბოლო წამს სწორედ დედამ იხილა ის. დაჭრილი რიგითმა სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში"- აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.
ცხაკაიები აცხადებენ, რომ ავტომობილი, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა, ბრალდებულს ნაქირავები ჰყავდა.
"ნაქირავები ჰქონია ავტომობილი, ხელშეკრულება ავტომობილში დევს, სავარაუდოდ მკვლელს ბექა ჰქვია. კამერებმაც დააფისირეს"- აღნიშნა ცხაკაიამ.
კანდელაკის ქუჩაზე მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ სანადირო თოფიოდან ორიო გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, რომ ცხაკაია საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს და მოკლეს.
მეზობლების თქმით, მკვლელობის დროს გარეგანათება მოულოდნელად ჩაგვრა.
შეგახსენებთ, რომ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ პაციენტს მრავლობითი ჭრილობები სანადირო ჰქონდა მიყენებული, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა.
როგორც შს სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს 108-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები