„მათ კარგად იცოდნენ ვის უშვებდნენ ციხიდან“ - დავით დეფი სტამბოლის ტერაქტსა და ჩატაევის გათავისუფლებაზე
საზოგადოება - 12:12, 02 Jul, 2016     2080
„ამ სამარცხვინო საქციელის, ტერორისტული აქტის მთავარი ორგანიზატორის გათავისუფლება განა მათი ძალისხმევის შედეგი არაა?“- წერს დავით დეფი გოგიბედაშვილი და იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის კვლავ თანამდებობაზე ყოფნას აპროტესტებს.

,,ბევრ ჩვენგანს ალბათ არა, მაგრამ ასევე ბევრ ჩვენგანს დარწმუნებული ვარ კარგად აქვს გაცნობიერებული, თან მტკივნეულად და სევდიანადაც კი, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი უმეცრებაა და ჰედონიზმი. ეს ორივე ერთად მართლა კატასტროფაა. მონურ, არათავისუფალ, წლობით თუ ათწლეულობით გაუნათლებულ გარემოში მყუდროდ ჩაბუდებამ, შედეგად სწორედ ეს, უმეცრებისა და ჰედონიზმის ნაზავი გამოიმუშავა.

ასევე გასაგებია და სუფთა ადამიანურად რომ ვთქვათ, ასევე ყველას გვესმის, რომ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს სულაც არ სურდათ სტამბოლის აეროპორტის აფეთქება, მაგრამ სწორედ მათი დიდი მეცადინეობით არ მოხდა განა იმ ჩატაევის გაშვება? ამ სამარცხვინო საქციელის, ტერორისტული აქტის მთავარი ორგანიზატორის გათავისუფლება განა მათი ძალისხმევის შედეგი არაა?

ისინი თანამდებობიდან გადამდგარები არ უნდა იყვნენ?

უნდა იყვნენ ცხადია.

„ქართული ოცნება“ ვერა და ვერ პოულობს ელემენტარულ ახსნას რა მოხდა ან ახლა რა უნდა ქნან. ზუსტად ასევე ვერ იპოვნიან ისინი შვებას, ვერც ბარბარე რაფალიანცის წინაშე და ვერც სტამბოლში იმ ორმოცდა ერთი ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე. აგერ მე და აგერ თქვენ. უმეცრებასა და ჰედონიზმს ადრე თუ გვიან ეშველება და საერთოდ ყველაფერს ეშველება, მაგრამ ღალატს არასდროს. მათ კარგად იცოდნენ ვის უშვებდნენ ციხიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42