მიხეილ ცხაკაიას გარდაცვალების ფატქს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ. მედიკოსთა განცხადებით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობები სანადირო თოფით ჰქონდა მიყენებული.
მკვლელობის იარაღი მოგვიანებით ერთ-ერთი ავტოფარეხის სახურავზე იპოვეს.
შემთხვევის აქდგილზე აღმოჩენილია ავრტომიბილი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა იქირავა.
მეზობლების თქმით, ავტომობილში ნაპოვნია ქირაობის დამადასტურებელი საბუთი სადაც მითითებულია სახელი - ბექა.
როგორც შს სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს 108-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მოკლული სახლში მიდიოდა, როდესაც მას ეჭვმიტანილმა ორჯერ ესროლა.
მასალის გამოყენების პირობები






