თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დიმიტრი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დიმიტრი გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ექსპრეს ბანკიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით)"- აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები