თიბისი გალერეა ფეხბურთელ გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლას საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
საზოგადოება - 20:08, 01 Jul, 2016     1549
თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე რამდენიმე დღის განმავლობაში დაეთმობა, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას.

გიორგის დიაგნოზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმაა. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა 4 აპრილს, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო, რის გამოც ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. გიორგის ორი ტრეპანაცია გაუკეთდა, მას შემდეგ ის უკვე 3 თვეა კომაშია.

გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი:

თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლისუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლისუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვა.

თიბისი გალერეა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას 5 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერიც:

სს თიბისი ბანკი

GE10TB7009026365100063

ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42