,,ჩვენ ბარგს ვეძებდით, ვიღაც კაცი კი სიდედრის ცხედარს“ - ტერაქტგამოვლილი ქართველების მძიმე ისტორია და საყვედური საკონსულოს
საზოგადოება - 19:32, 01 Jul, 2016     5660
თურქეთი ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტიდან ოთხი დღის შემდეგ შოკიდან გამოდის. მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თურქმა სამართალდამცავებმა 11 ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. თურქ სამართალდამცავებს ამ დროისთვის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 24 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

როგორც ირკვევა, აფეთქებაში მონაწილე 3 ტერორისტიდან 2 რუსეთის მოქალაქე იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 28 ივლისს განხორციელებული ტერაქტის შედეგად, საერთო ჯამში 43 ადამიანი დაიღუპა, აღსანიშნავია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით კი ტერაქტი "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებულია.

ტერორისტულ აქტს უვნებლად გადაურჩნენ ის ქართველები, რომლებიც აფეთქების დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანია მარიამ აბულაძე, რომელიც "ნიუპოსტთან" ტერაქტის ღამეს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

მოქალაქე საქართველოს საკონსულოს გულგრილობაში ადანაშაულებს, აბულაძეს პრეტენზიები აქვს იმ ავია კომპანიასთან, რომელსაც მისი თქმით, ევალებოდა მისი კლიენტების დაბინავება, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო. საბოლოო ჯამში ქართველებს საკონსულო დაეხმარა თუმცა ეს მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეები ცხელი ხაზის ოპერატორს ტელევიზიებთან დარეკვით დაემუქრნენ.

"სროლის ხმა რომ გავიგე მე და ჩემი მეგობარი უკვე 24-ე გასასვლელთან ვიყავით, თავიდან არც ერთს გვიფიქრია, რომ საქმე ტერორისტულ აქტთან გვქონდა. რამოდენიმე წუთში აფეთქების ხმაც გაისმა და მგზავრები და მათ შორის აეროპორტის თანამშრომლები სრულმა პანიკამ მოიცვა. ამის შემდეგ დავიწყე აეროპორტში მყოფი ქართველების მოძიება და ერთად შევიკრიბეთ. ჩვენთან ერთად აეროპორტის ორი თანამშრომელი იყო, რომლებსაც ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი პანიკაში ჩავარდა, ტიროდა ყვიროდა რომ ვიხოცებოდით, შემდეგ ორივე მათგანმა კარი გაიხურეს და ისე გაუჩინარდა რომ ჩვენთვის სიტყვა არ უთქვამს"- განაცხადა აბულაძემ.

მოქალაქის განცხადებით, საქართველოს საკონსულოსგან დახმარების თხოვნით დარეკვისას მათ უთხრეს, რომ თვითონ უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია და საკონსულოს წარმომადგენელი მათ აეროპორტისგან მოშორებით უსაფრთხო ადგილზე შეხვდებოდა.

"სელფის" ჯოხზე თმის რეზინით დავამაგრეთ წარწერა -"საქართველო", რომ ქართველები ერთად გავსულიყავით და ჩვენი სახსრებით გამთენიის 05:00 საათზე გამოვარღიეთ და შევხვდით საქართველოს კონსულს და საკონსულოს რამოდენიმე თანამშრომელს სადღაც პოლიციის შენობასთან. ადგილზე ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა, რის შემდეგაც საკონსულოს თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დაგაბინავოთ თუ ყველა ხარჯს თქვენ თვითონ დაფარავთო. ძალიან ბევრს თანხა არ ჰქონდა თან. საკონსულოს წარმომადგენელთა თქმით, ყველა ხარჯი ავია კომპანია "ატლას გლობალს" უნდა გადაეხადა. მე ვერ გეტყვით ვისი კომპეტენცია იყო, ფაქტი ის არის რომ ავიაკომპანიის წარმომადგენელი უფრო გვეკონტაქტებოდა ვიდრე საკონსულო. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ რაც ტელევიზიებთან დარეკვით დავემუქრეთ დაახლოებით 07:00 საათზე ერთ-ერთ სასტუმროში მიგვიყვანეს, რისთვისაც მადლობა გადაუხადეთ თუმცა 12:00 საათზე სასტუმროდან გამოგვიყვანეს, ისე რომ წყალიც კი არ შემოუთავაზებიათ და აეროპორტში დაგვყარეს და არც კი დაურეკავთ"- იხსენებს აბულაძე.

საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ გამოფრენისას პრობლემა შეიქმნა ბარგთან დაკავშირებით, მისი თქმით ერთ-ერთ მამაკაცს სიდედრის ცხედარი დაეკარგა.

"ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ჩვენ ბარგს ვეძებდით ვიღაც კაცი კი მის სიდედრს, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოესვენებინა, მგონი მიცვალებულმა ჩამოუსწრო სიძეს. ბოლოს ღელავდა, გასვენებას მაინც მივუსწროო​. ეს სხვა თემაა, მე უბრალოდ იმ ვითარებაზე და იმ დამოკიდებულებაზე გიყვებით, რა დამოკიდებულებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც საკონსულოს ისევე ავიაკომპანიის მხრიდან. მე არ ვარ კომპეტენტური ვის ეკუთვნოდა ჩვენი მიხედვა, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საქართველოს მოქალაქემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42