მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები ორშაბათს გამოიტანენ. როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ანამდე მხარეები დასკვნით სიტყვას და რეპლიკებს წარმოსთქვამენ.
ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათს, 4 ივლისს სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ.
იმ შემთხვევაში თუ 12-დან ერთი მაინც არ დაეთანხმება, ვერდიქტს ვერ მიიღებენ. ამის შემდეგ ნაციც მსაჯულებს საქმის მოსამართლე 6-საათიან დამატებით დროს მისცემს, რა დროშიც მინიმუმ 8 მსაჯული ერთ აზრზე უნდა იყოს. თუკი 6 საათიან ვადაშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე მათ შეთანხმებისთვის დამატებით 3 საათს მისცემს.
დროის ამ მონაკვეთშიც მინიმუმ 8 მსაჯულის ხმაა საჭირო. თუკი ამ დროშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც ერთ საათიანია. თუ ამის შემდეგ ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, მსაჯულებს მოსამართლე დაითხოვს და ახალი შემადგენლობა შეირჩევა.
შეგახსენებთ, რომ დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული გასული წლის 19 დეკემბერს იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.
მასალის გამოყენების პირობები






