სოფელ წინუბანში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს
საზოგადოება - 16:59, 30 Jun, 2016     1573
სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა და იმ დროიდან ადგილობრივებს ბავშვების ტარება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დიდი ლილოს ბაღსა და ნასაგურის დასახლებაში უწევდათ.

აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

„ამ დასახლებას, თითქმის, 20 წელია საბავშვო ბაღის პრობლემა აქვს, ბაღი იყო დახურული და შესაბამისად, ვაგვარებთ ამ პრობლემას - აღვადგენთ 350 ბავშვზე გათვლილ ბაღს, რომელიც აღჭურვილი იქნება ისე, რომ სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს, ისევე როგორც ყველა ახლადაშენებული და ჩვენს მიერ აღდგენილი ბაღი. წლის ბოლომდე დავასრულებთ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, იანვარში აღიჭურვება შენობა, ახალი სეზონის დასაწყისში კი გავხსნით ამ საბავშვო ბაღს და შესაბამისად, წინუბნის დასახლებას მთლიანად მოვუგვარებთ საბავშვო-ბაღთან დაკავშირებულ პრობლემას,“-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით,ავარიული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და გეგმის თანახმად წლის ბოლომდე დასრულდება.

საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება, მათ შორის, ორი - ბაგა.

გარდა წინუბნის ბაღის აღდგენისა, თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე -სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში წელს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერთან ერთად, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენის პროცესს დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42