უცხოური გზავნილების პრობლემა საქართველოში - ,,მითხრეს, ფული არც დახეულია არც ყალბი - უბრალოდ ძველიაო“
საზოგადოება - 16:25, 30 Jun, 2016     9816
უცხო არავისთვის არის რომ ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთის შემდეგ საბერძნეთიდან შემოდის. საბერძნეთში სხვადასხვა მონაცემებით 150 000 - 200 000 - მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ისინი საკუთარი შემოსავლების დიდ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან.

არც ის არის უცხო, რომ საბერძნეთში სამუშაოდ წასული მოსახლეობა საქართველოში ხშირად ორ ან მეტ ოჯახს არჩენს - მწვავე პრობლემის გამომწვევ მიზეზების და დამნაშავის ძიება შორს წაგვიყვანს - დღეს უბრალოდ გვინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი მკითხველის ისტორია, რომელიც მან ჩვენს ჟურნალისტს მოუყვა.

დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში მყოფმა დედამ 2 500 ამერიკული დოლარი გამოუგზავნა. ემიგრანტმა თანხა ნაცნობს გამოატანა, რადგან საბერძნეთში თანხის გამოგზავნაზე გარკვეული ლიმიტია.

როგორც რესპონდენტი გვიყვება, მან თანხის გარკვეული ნაწილი ეგრევე გადაცვალა ლარში. თუმცა ბოლო ორი დღეა დარჩებილ დოლარს ვეღარ ახურდავებს.

„მეუბნებიან რომ ყალბი არ არის, არც დახეული, უბრალოდ ძალიან ძველი ფულიაო, კუპიურას არც ბანკომატი იღებს, არც ჯიხურები ახურდავებენ და არც ბანკები. როგორც გავარკვიე საქართველოს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის ამოცვლის ფუნქცია 3 წელია აღარ აქვს”- აცხადებს მოქალაქე.

მისი თქმით, ერთ-ერთმა კერძო ბანკმა თანხის 10% მოითხოვა.

„სხვადასხვა კერძო ბანკებში მითხრეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევასი ჩაიბარებენ ფულს, თუ გარკვეულ პროცენტს გადავიხდი, რადგან კონტროლი მექანიზნი არ არსებობს, ისინი ითხოვენ იმ პროცენტს, რაც აზარალებს მოქალაქეს. ჩემს შემთხვევაში 100 დოლარიდან 25 უნდა დაეტოვებინათ. ანუ რა გამოდის? ემიგრანტებმა გამოგზავნონ ფული, და აქ ვიღაცამ დაიწუნოს და ამ მიზეზით ფული აკეთოს?“- აღნიშნა მან.

„ნიუპოსტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის კომენტარით დაინტერესდა.

მათი თქმით, ბანკს აქვს უფლება, არ მიიღოს და დააკონვერტიროს ფული. ეროვნულ ბანკში არც იმას გამორიცხავენ, რომ ფულს აქვს წუნი, ცვეთა და ა.შ რის გამოც ბანკები ამ ფულს არ იღებენ.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, თუ კერძო ბანკები იღებენ აღნიშნულ კუპიურას მათ აქვთ საკომისიოს დტოვების უფლება.

როგორც გაირკვა ეროვნული ბანკი ამ საკითხს აღარ არეგულირებს.

მოქალაქემ საბერძნეთიდან გამოგზავნილი დოლარის ფოტოებიც გამოგვიგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42