გაჟონვა როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე - რა საფრთხე ემუქრება საქართველოს
საზოგადოება - 11:20, 29 Jun, 2016     26731

რუსეთში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დაახლოებით 450 კილომეტრის დაშორებით, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი, რიგით მე-4 ენერგობლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც გაისად იგეგმება. რუსი ეკოლოგები მშენებლობის გარშემო რადიაციული ფონის ზრდაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობაზე რადიაციის გაჟონვა ხდება, რასაც ხელისუფლება მალავს.

საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ ქართველი ეკოლოგებიც და ამის მაგალითად ჩერნობილის ავარია მოჰყავთ, რომლის დაბინძურებულმა ღრუბელმა გადაირა თითქმის მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო და ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. შედარებისათვის, ჩერნობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1500 კილომეტრითაა დაშორებული.

ცნობები როსტოვში ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე მშენებლობიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ რუსმა ეკოლოგმა ანდრეი ოჟალოვსკიმ გაარვეცლა. მისი თქმით, მშენებლობა გაზრდილი რადიაციის ფონზე მიმდინარეობს და თანაც - ყოველგვარი სანიტარიული ნორმების დაცვის გარეშე. ეს კი, მისი თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის რისკებს ზრდის.სპეციალისტების თქმით, ეს ატომური ელექტროსადგური, მიუხედავად იმისა, რომ გამართული მუშაობის შემთხვევაში არ გამოყოფს დიდი რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებას გარემოში, მაინც დიდი ზიანის მომტანი გახდა მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკების კასკადზე საუბრობენ ქართველი ეკოლოგები.

ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, ამ ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში დაბინძურებული ღრუბელი საქართველოშიც შემოვა, რაც სიმსივნური და ჩიყვის დაავადებების გაზრდას გამოიწვევს.

"როცა რამდენიმე ელქტროსადგურია, ახლის მშენებლობა ნიშნავს, რომ ე.წ. დაცვის ნორმა რადიაციასთან დაკავშირებით პრობლემებს შექმნის, თუ ტექნიკურად გამართული არ არის. ყველა რისკი შეფასებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქონიებს უარყოფით გავლენას საქართველოს ტერიტორიაზეც. ავარიის შემთხვეაში შეიძლება, მოხდეს პირდაპირი ტალღის გავრცელება, მით უფრო, რომ ჩვენთან ჰაერის მასები ძირითადად ჩრდილოეთიდან შემოდის და დაბინძურებული ღრუბელიც აქ გაიფანტება"- აცხადებს ჩხობაძე.

სრულად იხილეთ resonancedaily.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42