არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი იმ გულშემატკივრებსა და სპორტსემენებს შეუერთდა, რომლებიც ლიონელ მესის მოუწოდებენ, არგენტინის ეროვნული ნაკრები არ დატოვოს.
როგორც სააგენტო “ფრანს პრესს” არგენტინის პრეზიდენტის პრესმდივანმა განუცხადა, მაურისიო მაკრიმ პირადად დაურეკა მესის. სატალეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიონელ მესით ამაყობს და მოუწოდა მას, არ მოუსმინოს კრიტიკოსებს.
მოგვიანებით არგენტინელი ფეხბურთელისადმი მოწოდება მაურისიო მაკრიმ “ტვიტერშიც” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ლიონელ მესიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც არგენტინა ამერიკის თასის ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. მესის განცხადების შემდეგ, ნაკრების დატოვების შესახებ რამდნიმე ფეხბურთელმაც განაცხადა.
27 ივნისს აშშ-ში გამართული ჩილე-არგენტინის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა.პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. მესიმ პენალტი ააცილა.
ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ამერიკის თასის ფინალში ორჯერ წააგო ჩელსთან- 2015 და 2016 წელს. მანამ , 2014 წელს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამრცხდნენ.
29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. "ბარსელონას" შემადგენლობაში მესიმ ოთხჯერ მოიგო ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი.
არგენტინის ნაკრებში დარჩენისკენ მოუწოდებს დიეგო მარადონაც.
„მესი უნდა დარჩეს ეროვნულ ნაკრებში . ის რუსეთში , მსოფლიო ჩემპიონობისთვის ჩავა. ვინც ამბობს, რომ მესის ნაკრები უნდა დატოვოს, როგორც ჩანს, ვერ ხედავს რა კატასტროფა ხდება არგენტინულ ფეხბურთში . მე მას სიამოვნებით დაველაპარაკებოდი. მესი მარტო დატოვეს, მე კი არ მინდა, რომ მარტო დარჩეს “ - განაცხადა მარადონამ.
მასალის გამოყენების პირობები