თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა
საზოგადოება - 13:06, 28 Jun, 2016     1576
თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზამთარში გათბობის აუცილებელი სამომხმარებლო სიმძლავრე 58%-ით შემცირდება. ცხელი წყლის მომარაგებისათვის ელექტრო გამაცხელებლების ნაცვლად კი მზის კოლექტორები დამონტაჟდა, რომელთა გამოყენებაც ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ით შემცირებას უზრუნველყოფს.

განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის

ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან და ჩუღურეთის გამგებელთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული საპილოტე პროექტით გაცილებით ნაკლები დაჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა და შემცირდება გამონაბოლქვის მოცულობა.

„გაკეთდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტი, რომლის შედეგადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანი დანაზოგი კეთდება. სისტემა მთლიანად გადავიდა მზის ენერგიაზე. გარდა ამისა, მოხდა შენობის ცალკეული კომპონენტების შეცვლა, რაც გათბობაზე მოხმარებულ ენერგიას დაზოგავს. საბოლოო ჯამში ფინანსურად გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა. ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან 20 ტონით შემცირდება გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა, რითაც ვასრულებთ პირობას, რომელსაც თბილისის მერიამ ხელი 2010 წელს მოაწერა. საუბარია მერების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც გვაქვს ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შევამცირიოთ CO2-ის მოცულობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გათბობის სისტემაში თბური ტუმბოს და ფოტოვოლტაიკების ერთობლივი გამოყენებით მიღებული ეკონომია ბუნებრივი აირის მოხმარების დამატებით 10%-იან შემცირებას უზრუნველყოფს. ფოტოვოლტაიკების მიერ გენერირებული ელექტროენერგია კი ქსელიდან მიღებულ ენერგიას 20%-ით შეამცირებს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად CO2-ის ემისიის შემცირება წლიურად 22 ტონას შეადგენს.

2016 წელს თბილისში, ჯამში, 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება და ყველა შენობა ენერგოეფექტური იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42