ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება
საზოგადოება - 12:16, 28 Jun, 2016     1279

შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, ცალმხრივად შეზღუდვა დაწესდება, ქუჩის ორ მონაკვეთზე - სანდრო ეულის ქუჩის კუთხიდან მ. შავიშვილის ქუჩის კუთხემდე და ასათიანის ქუჩის კუთხიდან კანდელაკის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შ. ნუცუბიძის ქუჩიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სანდრო ეულის ქუჩის გავლით, ჩავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მ. შავიშვილის ქუჩით კვლავ ავა ნუცუბიძის ქუჩაზე. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაუხვევს ასათიანის ქუჩაზე, გზას განაგრძობს ალ. ყაზბეგზე, რის შემდეგაც ი. ვაკელის ქუჩის გავლით ავა კანდელაკზე. მოქალაქეები გადაადგილებას აღნიშნულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.

ნუცუბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პირადად დაესწრო. კუბლაშვილის თქმით, თბილისის მერიამ დღეს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაიწყო.

"დღეს დავიწყეთ ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით სექტემბრამდე გასტანს. ერთი თვის განმავლობაში, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. მოსახლეობას მინდა აღნიშნული დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სამუშაოები დროის იმ მონაკვვეთში დაგვეწყო, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან. შედეგად საგზაო შეფერხებები არც ისე დიდი იქნება"- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარია გამოყოფილი და საგზაო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42