ამის შესახებ მარადონამ La Nacion-თან ისაუბრა.
„მესი უნდა დარჩეს ეროვნულ ნაკრებში . ის რუსეთში , მსოფლიო ჩემპიონობისთვის ჩავა“- განაცხადა მარადონამ.
მისი თქმით, „მესის უნდა დაეყრდნონ ის ბიჭები, რომელთაც ფეხბურთელი გამარჯვებისკენ წაიყვანს.“
„ვინც ამბობს, რომ მესის ნაკრები უნდა დატოვოს, როგორც ჩანს, ვერ ხედავს რა კატასტროფა ხდება არგენტინულ ფეხბურთში . მე მას სიამოვნებით დაველაპარაკებოდი. მესი მარტო დატოვეს, მე კი არ მინდა, რომ მარტო დარჩეს “ - ამბობს მარადონა.
შეგახსენებთ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ლიონელ მესიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც არგენტინა ამერიკის თასის ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.
27 ივნისს აშშ-ში გამართული ჩილე-არგენტინის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა.პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. მესიმ პენალტი ააცილა.
ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ამერიკის თასის ფინალში ორჯერ წააგო ჩელსთან- 2015 და 2016 წელს. მანამ , 2014 წელს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამრცხდნენ.
29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. "ბარსელონას" შემადგენლობაში მესიმ ოთხჯერ მოიგო ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები