„სოციალური პარტნიორობა“ გურამ მგალობლიშვილის დასახმარებლად
საზოგადოება - 17:24, 27 Jun, 2016     1831
70 წლის გურამ მგალობლიშვილი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი პარალიზებულია და საწოლსაა მიჯაჭვული. მეუღლე ლენა, მას როგორც პატარა ბავშვს ისე უვლის. აჭმევს, ბანს, უცვლის...

ბატონი გურამი ახალგაზრდობაში მშენებლად მუშაობდა, მეუღლესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. უბედური შემთხვევის გამო, ერთიმეორეს მიყოლებით ორი მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ.

ამ ტრაგედიის შემდეგ, გაუთავებელი ნერვიულობის გამო ბატონი გურამის ჯანმრთელობა გაუარესდა, მან მუშაობა ვეღარ შეძლო. ახლა ოჯახზე ზრუნვა ქალბატონმა ლენამ ითავა. ის არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს, მეუღლისთვის საჭირო წამლების საყიდლად თანხა რომ ეშოვა. მაგრამ მისი შემოსავალი საკმარისი არ იყო და ამიტომ იძულებულები გახდნენ ბინა გაეყიდათ. არსებული თანხა მკურნალობაში დაიხარჯა, ქირასაც ვეღარ იხდიდნენ და შემდეგ უსახლკაროდ დარჩენლები, თბილისის გარეუბანში ძველი სკოლის შენობაში შესახლდნენ. ახლა საკლასო ოთახში ცხოვრობენ, სადაც თითქმის არ არის პირობები.

ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ოჯახის მდგომარეობა ძალიან მძიმეა! ბატონი გურამი დამოუკიდებად თავსაც ვერ ატრიალებს და მხოლოდ მეუღლეზეა დამოკიდებული. ქალბატონ ლენასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აწუხებს ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია, ხერხემალი, თირკმელები... მაგრამ თავისთვის წამლებს არ ყიდულობს. ამბობს, რომ მეუღლისთვის მკურნალობა უფრო აუცილებელია! მათ სიყვარულმა წლებს გაუძლო. ლენა 44 წლის წინ შეპირდა მეუღლეს, რომ სულ მისი ერთგული იქნებოდა და სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და იზრუნებდა მასზე და ამ პირობას დღემდე ასრულებს!

სოციალური დახმარება ბატონი გურამის მკურნალობაში იხარჯება, პროდუქტების საყიდლად თანხა საერთოდ არ რჩებათ. იკვებებიან სოციალური სასადილოდან მოტანილი საჭმლით...

ამ ოჯახის პრობლემებს „სოციალური პარტნიორობა“ გვერდს ვერ აუვლიდა. ფონდის ექთნები ქალბატონ ლენას მეუღლის მოვლაში ეხმარებიან, მიაქვთ მათთვის მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

მაგრამ ეს მცირედია, ამ ოჯახის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. ყველა გულისხმიაერ ადამიანს გთხოვთ გვერდში დაუდგეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქოთ მძიმე ცხოვრება. მათ ესაჭიროებათ პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები და სხვა მრავალი საოჯახო წვრილმანი...

თუ გაქვთ საშუალება მათ ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ მღებრიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/139/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42