საქართველოში ,,დენგეს“ ინფექციის დაფიქსირებას დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ
საზოგადოება - 17:32, 27 Jun, 2016     10247
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში "ნიუპოსტს" ოფიციალურად დაუდასტურეს ინფორმაცია, საქართველოში დენგეს ვირუსის დაფიქსირების შესახებ.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ლახაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში "დენგეს" ცხელების დიაგნოზით რამდენიმე უცხოელი გადის მკურნალობას დიაგოზი კი ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

"ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ოთხმა პაციენტმა, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ, მათ ჰქონდათ მსგავსი კლინიკა. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ჩამოსულები არიან დენგეს გავრცელების არეალიდან. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა დენგეს ცხელება. საქართველოში დენგეს, შემოტანის შემთხვევები პერიოდულად რეგისტრირდება"- აღნიშნა ლახაშვილმა.

მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტი დენგეს გავრცელების რისკს არ წარმოადგენს.

"ის სავარაუდოდ საქართველოში უკვე დაინფიცირებული შემოვიდა. ზოგადად დანგეს გადაცემა ხდება კოღოების საშუალებით. ჩატარებულია სამუაოების სრული სპექტრი და დაავადების გავრცელების რისკი ამ შემთხვევიდან არ მოდის"- აღნიშნა მან.

როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით ინდოეთის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული.

ოთხივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ისინი ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოტაჟს ახორციელებდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტეპერატურით, ძლიერი თავის ტკივილებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით შეიყვანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42