„კანონი და სამართლიანობა“ არის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არტისტული გრაფიკის, ფერწერის, ფოტოგრაფიის და ციფრული ფერწერის ტექნიკით შესრულებული პოსტერები.
ბულგარეთის ოთხი ცნობილი ხელოვანის - მილენა აბანოსის, პროფესორი ივან გრაზდოვის, პროფესორი ნიკოლაი მლადენოვის და პროფესორი გიორგი იანკოვის ნამუშევრები წარდგება აუდიტორიის წინაშე.
გამოფენის იდეა და მესიჯები განსაკუთრებით დროულია და ასახავს დინამიურ სოციალურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
სამართლიანობის და სამართლის ცნებების განსხვავებულობა და ზოგჯერ ამ პროცესების აღრევა დიდ გავლენას ახდენს კანონის უზენაესობაზე ახალგაზრდა დემორკატიებში.
ამ ბულგარულ-გერმანული პროექტის ფარგლებში მომზადებული ნამუშევრები პირველად გამოიფინა 2012 წელს პოცდამის სასამართლოში, და სოფიის გალერეებში. მოგიანებით ის ნაჩვენები იყო ტუნისის, დუსელდორფის, ბერლინის და მუნხენის სასამართლოს შენობებში.
გამოფენა ორგანიზებულია საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






