“ჩემთვის ერობნული ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე ყველაფერი გავაკეთე , რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ” - განაცხადა მესიმ.
27 ივნისს აშშ-ში გამართული ჩილე-არგენტინის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა.პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. მესიმ პენალტი ააცილა.
ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ამერიკის თასის ფინალში ორჯერ წააგო ჩელსთან- 2015 და 2016 წელს. მანამ , 2014 წელს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამრცხდნენ.
29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. "ბარსელონას" შემადგენლობაში მესიმ ოთხჯერ მოიგო ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები