,,ნახე სიცოცხლე თუ ჯოჯოხეთად არ გიქციოო... ვამბობ სახალხოდ, სხვა გზა აღარ დამრჩენია“ - პაპიძის დედა
საზოგადოება - 18:41, 25 Jun, 2016     49552
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია ამბობს, რომ ომაქ ქფიაშვილს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მის ძმასთან. მისი თქმით, უსიამოვნება მახოს შეყვარებულს უკავშირდებოდა, რომლის მოყვანსაც ომარი უშლიდა. ლია შამუგია ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს გოგო მაგდასაც ემუქრებოდა.

,,ბოლოს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ომარს და მახოს, ჯერ გოგოსთან დაკავშრებით, ის გოგო ფეისბუქზე შემოდიოდა მაგდასთან, ლანძღავდა, იმის მერე ცხრა გოგო გამოიცვალა, ომარს არ სიამოვნებდა და უშლიდა მის მოყვანას. ეს გოგო წერდა მაგდას შენ ვინ გკითხავს, მახო ვის მოიყვანს ცოლადო, ნახე სიცოცხლე თუ ჯოჯოხეთად არ გიქციოო - აცხადებს მაგდა პაპიძის დედა.

ლია შამუგია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პროკურატურამ მის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

„იმდენი წვრილმანები დაგროვდა, რატომ არ უნდა მივაქციო ყურადღება? დედამისი ბრალდებას მე მიყენებს, თურქეთიდან გეგმავდა ჩემი შვილის მკვლელობასო, გაშიფრონ ნებისმიერი სატელეფონო საუბარი, მქონდა უფლება, რომ ბრალდების მხარეს დავეკითხე და პროკურატურამ უარი განმიცხადა, რატომღაც არ ცათვალეს საჭიროდ ჩემი დაკითხვა, ადვოკატსაც ვეღარ გამოვყავარ, იმიტომ, რომ გადაცემული აქვს უკვე მოწმეთა სია, ჩემი სათქმელი სადღაც ხომ უნდა დავაფიქსირო? რაც დარბაზში უნდა მეთქვა, ვამბობ სახალხოდ, სხვა გზა აღარ დამრჩენია“ - აცხადებს პაპიძის დედა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა ომარის დედამ მისი მეორე შვილის სურვილის შესახებ, გაწევრიანებულიყო ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ლია შამუგია ამბობს, რომ ამ თემაზე მასთან საუბარი არ ჰქონია.

ომარის დედასთან მჭიდრო ურთიერთობა არ მქონია, ნათესაური თბილი დამოკიდებულება მქონდა, წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი სათითაო კვირით, ლილიც მუშაობდა, ხანდახან ბავშვს რომ მიტოვებდა მაგდა, ვცვლიდით მე და ლილი ერთმანეთს, ამ თემებზე საუბარი საერთოდ არ მქონია, რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ როდესაც ეს უბედურება მოხდა, დავინტერესდი, შესაძლოა ისეთ წრეში ჰქონდეს საქმე ამ ბიჭს. ომარის დიდი ტანხა გაჰქონდა სახლიდან, მე ვფიქრობ ვინმეს ხომ არ უგზავნიდა მისი ძმა, ჯერ თანხა გამოატანინეს და შემდეგ მოკლეს. მესიჯი, რომელსაც მე მწერს მაგდა ზუსტად ადასტურებს, მაგდა ასეთ რამეს მწერს: „დედა, ომარი სულ გადაირია, ძალიან გთხოვ დარეკე, სახლიდან ფული წაიღო, ოქრო წაიღო, ხელით შემეხო, არ ვიცი, სულ გაგიჟდა“, - ზუსტად ამ თანმიმდევრობით წერია წერილი. ვაჩვენე ყველას, პროკურატურამაც იცის, ბანკებიდან ფული ჰქონია გამოტანილი, მზობლის ქალი ჩაუყენებია ბანკში თავდებში და 4 ათასი ლარი ჰქონია გამოტანილი. ხომ უნდა მიაქციონ ამასაც ყურადღება? მარტო ამ ბავშვზე რომ არიან მიმდგარნი და როგორ ლანძღონ აღარ იციან, ასე შეიძლება?“ - აცხადებს ლია შამუგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42