საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს
საზოგადოება - 10:46, 25 Jun, 2016     1999

24 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა და მედიატორმა, ლევან ჟორჟოლიანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

პრესკონფერენციის თემა იყო მხარეებს შორის მიღწეული შუალედური შეთანხმება და ამ შეთანხმების პირობები, რის მიხედვითაც არა მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაისის თვიდან სახელფასო პოლიტიკის გადახედვას ითხოვდნენ, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-მდე თანამშრომელს გაეზრდება ანაზღაურება შემდეგი პირობებით: თანამშრომლებისთვის, რომელთა შრომის დარიცხული ანაზღაურება არ აღემატება 1000 ლარს, შრომის დარიცხული ანაზღაურების ზრდა განისაზღვრა 20%-ით; წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის თანამშრომლებისთვის, რომელთა შრომის დარიცხული ანაზღაურება აღემატება 1000 ლარს და არ აღემატება 1500 ლარს, შრომის ანაზღაურების ზრდა განისაზღვრა 10%-ით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო გამოვიდა მაუწყებელში დასაქმებული ყველა თანამშრომლის და არა მხოლოდ პროტესტის გამომხატველი თანამშრომლების ინტერესებიდან, ორგანიზაციის რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად რეფორმირების პროცესშია, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავს, რის შესახებაც მაუწყებლის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება. ამჟამინდელმა ცვლილებებმა, რიგ შემთხვევაში, დააჩქარა დაგეგმილი პროცესები. გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ადამიანური რესურსების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც თავის მხრივ მოიცავს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით ატესტაციის ჩატარებას,ასევე ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე სახელფასო პოლიტიკის გადახედვას და სახელფასო რანგირების სისტემის ამოქმედებას. პროცესის მთლიანად დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42