საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს თანამშრომლებმა - ჯ.ლ-მ, პ.გ-მ, რ.ს-მ და ნ.დ-მ, პირადი მოტივით, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით - 41 599 ლარის ღირებულების ქონება მიითვისეს.
აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან ბრალდებულის სახით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები