გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც დაჯილდოების ცერემონიაზე მოსული ჟიურის წევრები წითელ ხალიჩაზე თეთრი ლიმუზინიდან გადმოვიდნენ. ესენი არიან: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა აზარაშვილი, ზაზა შენგელია, დავით იმედაშვილი, ლანა ქუთათელაძე, დუტა სხირტლაძე, გვანცა კილასონია, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო), ანრი ჯოხაძე.
ხალხის რჩეულს რაც შეეხება, ინტერნეტ-გამოკითხვით დასახელდა, რადიოსადგურებმა კი საკუთარი რჩეულები დაასახელეს.
„ოქროს ტალღა“ 2015-ის გამარჯვებულები არიან:
1. წლის დებიუტი - ჯგუფი „სტუმრები“ - ურმული (კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე)
2. წლის მომღერალი მამაკაცი - ოთო ნემსაძე - ბულბულის სტვენა (კომპოზიტორი და ტექსტი: ოთარ რამიშვილი)
3. წლის მომღერალი ქალი - ნინი ბადურაშვილი - ელენეს (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი / ტექსტი: ირინა სანიკიძე)
4. წლის დუეტი - შვიდკაცა & დათო გომართელი - პოპური (სიმღერა და ტექსტი: ხალხური)
5. წლის ჯგუფი - 33 ა - ნამი ველს (კომპოზიტორი და ტექსტი: ნიაზ დიასამიძე)
6. წლის ანსამბლი - ქართული ხმების კვარტეტი - დავდივარ და დაგეძებ (კომპოზიტორი და ტექსტი: ნანა მესხი)
7. წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა - გიო ხუციშვილი - თბილისი (კომპოზიტორი: ოთარ რამიშვილი)
8. წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა - რატი დურგლიშვილი - ქაღალდის ნავი (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი)
9. ტელეკომპანია „Music Box - ის“ რჩეული - რატი დურგლიშვილი - ქაღალდის ნავი (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი)
10. რადიო „ფორტუნას“ რჩეული - ლელა წურწუმია - თურმე სიყვარულს არ ააქვს დრო (კომპოზიტორი: დათო არჩვაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე)
11. რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული - მასტერი. პრეზიდენტი - მასტერი და აბი (კომპოზიტორი და ტექსტი: მასტერი)
12. რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული - ანსამბლი "შვიდკაცა"
(კომპოზიტორი: რუსუდან სებისკვერაძე; ლექსი არჩილ სულაკაური)
13. რადიო „ავტორადიოს“ რჩეული - დათო ხუჯაძე & Goofy Land - ჩემო გოგო (სიმღერა და ტექსტი: ხალხური / ინტერპრეტაცია: დათო ხუჯაძე)
14. მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - მერაბ სეფაშვილი
15. ხალხის რჩეული სიმღერა - სოსო
მიქელაძე - მე და შენ (კომპოზიტორი და ტექსტი: სოსო მიქელაძე)
16. ქართული სიმღერის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ - ბუბა კიკაბიძე და თამრიკო გვერწითელი
17. წლის სიმღერა - 33 ა - ნამი ველს (კომპოზიტორი და ტექსტი: ნიაზ დიასამიძე)
გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული „ოქროს ტალღის“ ქანდაკება, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს კი რადიოჰოლდინგმა პრიზთან ერთად ფულადი ჯილდო 5000 ლარი გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები