„ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან უხდება მოსკოვს... ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული“- ნინი ქარსელაძე
საზოგადოება - 14:58, 24 Jun, 2016     24452
მომღერალი ნინი ქარსელაძე მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბა. მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპის არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა კიდეც, არჩევანი მაინც მოსკოვზე შეაჩერა.

ნინი ქარსელაძე: დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული. ჩემი უფროსი ძმა, კახი (მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი) თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს, იქ აქვს თავისი საქმე. მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე რუსი. ეს არის ქალაქი, სადაც მეტი საშუალება გაქვს საკუთარი თავის რეალიზების... ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან უხდება მოსკოვს. ეს ის ქალაქია, სადაც კულტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული... ვერ ვასწრებდი გამოფენიდან გამოფენაზე, სპექტაკლიდან სპექტაკლზე მისვლას...
- რუსული ესტრადაც მოგწონთ?
- ძველი ესტრადა - ლუბა უსპენსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვები დედას ძალიან უყვარს და ეს სიყვარული მეც გადმომეცა. ვერ გეტყვით, რომ ახალი თაობის მომღერლებს ვიცნობ. არ მინდა, გამომრჩეს, რომ ვიყავი "ა სტუდიოს" კონცერტზე, სადაც ქეთა თოფურიამ და დედამისმა დამპატიჟეს. კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩატარდა და დიდი სიამოვნება მივიღე.... დარბაზი სულ სავსე იყო. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ტაშს არ უკრავდა. ჩვენთან კონცერტზე მოდიან და ტაშს არ გიკრავენ. გულნატკენი ვარ, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მსმენელი, როგორიც ჰყავთ რუსებს...
ყველანაირად ძალიან განვითარებული ერია ბევრ იმ ერთან შედარებით, სადაც მიცხოვრია. ზუსტად ვიცი, ევროპისა და რუსეთის შედარებას დიდი ამბავი მოჰყვება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.... ლონდონში რომ ვსწავლობდი, მამაჩემს ციხეში გულის შეტევა მოუვიდა. რექტორთან შევედი, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და გათავისუფლება ვთხოვე, მაგრამ მითხრა, რა ვქნა, გუშინ დედაჩემი მოკვდა, დღეს კი აქ ვარ და ლექციებს ვატარებო. ის წელი დავამთავრე და მას მერე ლონდონში აღარ დავბრუნებულვარ. ...ჯერ ერთი, რუსები მართლმადიდებლები არიან, მეორეც, ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა. ზუსტად ვიცი, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცუდად ფიქრობენ რუსებზე, ბოლო პერიოდში იქ არ ყოფილან. მათ ისე უყვართ ქართველები და ისე ენატრებათ ჩვენთან ურთიერთობები, რომ ვერ დავიჯერებ და ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ იმ ქალაქში არ უნდა ჩავიდე...


წყარო: ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42