როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტს დაჭრილის ახლობლებმა განუცხადეს, ხასიაზე თავდასხმა დაახლოებით ერთი წლის წინაც განხორციელდა, მაშინ ამ უკანასკნელს სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა ავტომობილი დაუწვა.
ოჯახი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა დღეს მომხდარ დანაშაულში გარეული ხასიასთან დაპირისპირებული ყოფილი თანამშრომელი, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ზურაბ ხასია ოჯახის პოლიტიკური აქტივობის გამო მოხსნეს თანამდებობიდან და შესაძლოა დანაშაულიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
ხასიას ოჯახი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და შუალედურ არჩევნებზე სწორედ ენმ-ს უჭერდნენ მხარს.
ზურაბ ხასია თანამდებობიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მან საქალაქო სასმართლოს მიმართა და პირველი პროცესიც 15 ივნისს გაიმართა.
დაჭრილის ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლემ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს გათავისუფლების მოტივის წარდგენისთვის 10 დღიანი ვადა მისცა.
რაც შეეხება უშუალოდ დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ხასიას მდგომარეობა მძიმეა მას მრავლობითი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები