კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის და გუდარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ნავთლუღის დასახლების III ჩიხის, გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, კოსტავას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






