როგორც მოსალოდნელი იყო დღევანდელი პროცესიც სკანდალური აღმოჩნდა.
დღევანდელ პროცესზე, დაიკითხა იმ მაღაზიის გამყიდველი, რომლისგანაც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა 25 ლარად მკვლელობის ირაღი - ურო შვილთან, მოკლულ თორნიკე ქაფიაშვილთან ერთად შეიძინა.
სასტიკი მკვლელობის საქმეზე დღეს საქმის გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილს მოუწმინეს. მან მკვლელობის შესახებ დეტალური ჩვენება მისცა. მისი თქმით, ბრალდებულის პირველი ჩვენება რადიკალურად განსხვავდებოდა შემთხვევის ადგილზე ნანახი სურათისგან.
"სახლში იყო სისხლის კვალი და ამიტომ პირდაპირი ეჭვი იყო პაპიძეზე, მაგრამ რადგან ეჭვის საფუძველზე დაკავების უფლება არ გვქონდა, ვეძებდით სამხილებს დანაშაულის ადგილზე. ვიპოვეთ ურო..."- აღნიშნა გამომძიებელმა.
მისი თქმით, 2015 წლის 22 დეკემბერს, როცა აღკვეთი ღონისძიების სახით მაგდა პაპიძე იკითხებოდა მას ბრალდებულის და დამიკავშირდა, რომელიც სქმის მიმდინარეობით დაინტერესდა და ასევე პაპიძე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამკაულებითაც დაინტერესდა.
ნუგზარ ნათელაშვილმა ლანა პაპიძესთან შეხვედრაც აღწერა და თქვა, რომ ბრალდებულის და თავიდან აცხადებდა, რომ მკვლელობა განსასჯელის ჩადენილი იყო.
"ლანას ვკითხე, ხომ არ ეჭვობდა, რომ ეს მაგდას ჩადენილი იყო, მან თქვა, რომ ეს მაგდას ჩადენილიაო, როცა დედას დავურეკე თურქეთში, მანაც პირდაპირ მაგდაზე მიიტანა ეჭვიო"- განაცხადა გამომძიებელმა.
მისივე განცხადებით, ლანა პაპიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი, ვინემ ოთო ყავდა.
"მოგვიანებით დავკითხეთ ოთარ ბერძენიშვილი, ბუნებრივია მუშავდებოდა ვერსია, იქნებ, მაგდა პაპიძეს ჰყავდა თანამზრახველი. გადავამოწმეთ ბერძენიშვილის ჩვენება, როცა თქვა, რომ იმ დღეს იყო ორთაჭალაში და სახლში გვიან დაბრუნდა, ვნახეთ სატელეფონო ამონაწერები და სატელეფონო ანძების საშუალებით, ის მართლაც იმყოფებოდა იმ დროს ორთაჭალაში. ღამის 3 საათზე დაბრუნდა სახლში, 03:13 წუთზე კი მის ტელეფონზე მაგდა პაპიძის ზარი შევიდა.
შესწავლილია მაგდა პაპიძის ნომერიც, მისი სატელეფონო კავშირების გაშიფვრისას დავრწმუნდით, რომ პაპიძე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ქმარს ტელეფონზე ელაპარაკა, თუმცა 19 დეკემბერს ინტენსიური სატელეფონო კავშირები ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილთან. მკვლელობის დღეს ქმარს დაურეკა მხოლოდ ერთხელ 15:20-წუთზე. 17:00-დან 19:00 საათამდე მის ტელეფონზე ზარი არ შედის და 19:00 საათის მერე ინტენსიურად წერს მეზობელ ნანა ტუხაშვილს, რომლისთვისაც თმა უნდა შეეღება.
ასევე გაიშიფრა დედამთილთან, დარეჯან მინდიკაურთან მიწერილი შეტყობინებები, მაგდა პაპიძე დედამთილს წერს, რომ ომარი და ბავშვი მოდიან, დაიძინეო, რეალურად კი, ამ დროს მეუღლესთან კავშირი ვერ ექნებოდა, რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო. პაპიძე ჯერ 17:07 წუთზე ურეკავს ბერძენიშვილს და ბოლოს ურეკავს 03:13 წუთზე, მას სხვასთან არ დაურეკავს, არც ის დადასტურდა, რომ თითქოს მაგდა პაპიძემ პატრულში დარეკა. გაიშიფრა ასევე ომარ ქაფიაშვილის სატელეფონო საუბრები, ლანა პაპიძე თავის ჩვენებაში ამბობს რომ თავის სიძეს ვიღაცამ დაურეკა და მისი ზარის გამო გავიდა სახლიდანო, არც ეს დადასტურდა, რადგან 16:00 საათიდან ომარ ქაფიაშვილის ტელეფონზე არავის დაურეკავს"- განმარტა გამომძიებელმა.
ნათელაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა "პაპიძის სასიყვარულო ხელნაწერებზე".
"25 დეკემბერს დამირეკა ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა, რომელმაც წარმიდგინა პატარა თორნიკეს ქურთუკები და პარკში ჩაწყობილი გირჩები, ბუმბული, ხელნაწერები, მონადირის ქანდაკება და მითხრა, რომ კარადაში აღმოაჩინა. ეს იყო პაპიძის სასიყვარულო ხელნაწერები, სადაც საუბარია ვიღაც მონადირეზე, და ამ მონადირეს პაპიძე ოთარ ბერძენიშვილს უწოდებდა".
აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის მიერ სასიყვარულო წერილების ხსენების შე,დეგ სხდომა ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.
მასალის გამოყენების პირობები






