მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ
საზოგადოება - 13:01, 22 Jun, 2016     2103
ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც მის რეგიონში ოპერირებს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებს. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელობა და ელექტროენერგიის გენერაცია.

საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მფლობელობის გამიჯვნას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისაგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში ვინც დღეს მათ ფლობენ (სს „თელასი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“), თუმცა ქსელზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას განახორციელებს. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს, ამას თავად აირჩევენ.

იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ამბობენ, რომ ამ დროს კომპანიებს თმენის ვალდებულება უჩნდებათ. სემეკის ინფორმაციით, რომ ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლებს კომპანიების არჩევის საშუალება, შესაძლოა, სემეკის ვებ გვერდის მეშვეობით ჰქონდეთ.

"მომხმარებელს, რომელსაც სურს მიიღოს ელექტროენერგია, შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდის მეშვეობით გაეცნოს კომპანიათა შეთავაზებას და ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც მისთვის სასურველ პირობებსა და მომსახურებას სთავაზობს", - ამბობს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.

ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია ასევე გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის არსებობას, რომლის პირობებშიც, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მსგავსად, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, როგორც ბუნებრივი გაზის წნევასთან, კალორიულობასთან, ასევე ტარიფთან და მომსახურების ხარისხთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42