სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ანზორ მელიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
საზოგადოება - 13:05, 20 Jun, 2016     4904
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

გიორგი ბუთხუზის განცხადებით, 18 ივნისს, გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამოღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო ამ მონაცემებს და არანაირი პრეტენზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით. შესაბამისად, „ბიზნესკურიერში“ გასული რეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „უმოქმედო“ უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

ბუნებრივია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა შეძლო და დანერგა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროგრამები. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას.

მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, კერძოდ: ცენტრი „ბიზნესკურიერის“ გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც უახლოეს საათებში შევა სასამართლოში."- აცხადებენ სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42