როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ გურიის მოამბესთან განაცხადა, დაჭრილებს გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და ხელწერილის საფუძველზე მათ მალევე დატოვეს სამედიცინო ცენტრი. ,,ორივე მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული, ადგილზე ჩაუტარდათ ამბულატორიული მომსახურება. მათი დაჟინებული მოთხოვნით მათ ხელწერილის საფუძველზე დატოვეს ჩვენი სამედიცინო ცენტრი. თავადვე გამოიძახეს რეანომობილი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მკურნალობას აგრძელებენ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში"-გვითხრა მდინარაძემ.
ფაქტს ადასტურებს შს სამინისტრო. როგორც ,,ნიუპოსტს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება დაჭრილ მამაშვილს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები