დიმიტრი ქუმსიშვილმა მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვა
საზოგადოება - 19:04, 19 Jun, 2016     2178
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო.

ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ. ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადავიდა 60 მონაწილე. მათგან 4-ს გადაეცემა პრიზები პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილისათვის. ოლიმპიადის მეორე ტურის დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცემათ საპატიო სიგელები (24 მონაწილე) და მონაწილეობის სერტიფიკატები (60 მონაწილე).

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოლიმპიადის გამარჯვებულს, 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო მანაგაძეს ჯილდო და გამარჯვებულის სერტიფიკატი პირადად გადასცა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მათემატიკური ოლიმპიადა კერძო სექტორის ინიციატივით და დაფინანსებით ჩატარდა. ამასთან, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან გამარჯვებას, რომ მათ შეუძლიათ ურთულესი ამოცანების ამოხსნა და რომ მომავალში გაიზრდებიან ისეთ ლიდერებად, რომლებიც შეძლებენ სახელმწიფოს მართვას, ბიზნესის კეთებას, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს.

აღნიშნული ოლიმპიადა მისი მონაწილეებისთვის იყო უფასო. ყველა ხარჯი დაფინანსდა სპონსორების “ვითი ჯგუფის”, “ჯისიჯის”, ქართულ ამერიკული სკოლის, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით.

მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაცია დააფუძნეს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა. საქართველო 1992 წლიდან მონაწილეობს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ყოფილ ოლიმპიელების მოსწავლემ, რომლებიც დღეს ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირს.

კავშირის მიზანია აღმოაჩინოს და რესურსი ჩადოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების განვითარებაში, რადგან სჯერა, რომ განათლებაში დახარჯული რესურსი ყველაზე ღირებულია ქვეყნის განვითარებისთვის და მისი მომავლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42