ოთხი წარმატებული ქართველი, რომლებმაც აშშ-ში დიდი აღიარება და წარმატება მოიპოვეს
საზოგადოება - 18:05, 18 Jun, 2016     8097

ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველების კვალის მოძიებას.

პროექტი დაიწყო იმ ოთხი წარმატებული ქართველის ისტორიით, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფუძნდნენ და დიდი აღიარება და წარმატება მოიპოვეს.

ერთ-ერთი პირველი მათ შორის არის გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რომელიც 1909 წლის 1 აგვისტოს ჩავიდა ქ. ნიუ იორკში. თავდაპირველად მან „ჯენერალ ელექტრიქსში“ დაიწყო მუშაობა, სადაც საწერი კალმები გააუმჯობესა, მათზე პატენტიც აიღო და საკანცელარიო მაღაზია გახსნა. მოგვიანებით მასაჩუსეტსის შტატში დააარსა კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ და გახსნა მინის საწარმო ქარხანა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კობახიძის კომპანია იყო პირველი, რომელმაც ამერიკაში დაიწყო ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება. 20-იანი წლების დასაწყისში კობიმ წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი შექმნა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს გამოგონებად ითვლება. მინა-ბლოკმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და 30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა. ქიმიკოსი ამ გამოგონებების წყალობით მულტიმილიონერი გახდა და მას ამერიკის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ოთხჯერ მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კობი ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას და დღეს ის ძირითადად ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს.

1922 წელს აშშ-ში კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით ცნობილი, როგორც სუნამოების პრინცი, გიორგი მაჩაბელი. 1926 წელს მან კომპანია “Prince Matchabelli” დააარსა. მალევე ნიუ-იორკის ბაზარზე ზედიზედ გაჩნდა გიორგი მაჩაბლის პარფიუმერიული სერია: „პრინცესა ნორინა“, „Duches of Yorks”, „ოქროს შემოდგომა“, “Wind Song”, სააბაზანო ზეთი „აბანო“, დაპრესილი პუდრი, პომადა და სხვა. გიორგი მაჩაბელს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა სუნამომ „საქართველოს დედოფალი“. წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო იმალებოდა ჭურჭელში, რომლისთვისაც გიორგი მაჩაბელმა საგვარეულო გვირგვინი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მისი სუნამოებისთვის ჭურჭელს ჯორჯ კობის ფირმა „კობი გლეს პროდაქტსი“ ამზადებდა.

ლეგენდარული ქართველი ფალავანის, კოლია ქვარიანის, წარმატებული სპორტული კარიერა ქ. ნიუ იორკში 1929 წელს დაიწყო, როდესაც ის პირველად ეწვია ამერიკის შეერთებულ სტატებს. კოლია ქვარიანმა დაამარცხა ამერიკელი კერპი - ჯოზეფ ტოტსმონდი, ძლიერი ფალავანი ბეროკი, მსოფლიოში ცნობილი „მახრჩობელა ედი ლუისი“, ამერიკელი ჯონ კლუკსტორნი. ქვარიანმა მოგვიანებით ნიუ-იორკში 42-ე ქუჩაზე საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი დააარსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ კოლია ქვარიანმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ჭიდაობას, როგორც სპორტის სახეობას.

მსოფლიოში ცნობილმა მაესტრომ ჯორჯ ბალანჩინმა, იმავე გიორგი ბალანჩივაძემ საერთაშორისო აღიარება აშშ-ში ჩასვლის შემდგომ მოიპოვა. ამერიკელმა მეგობრებმა, ლინკოლნ კერსტაინმა და ედვარდ ვორბურგმა ბალანჩინი ამერიკაში ბალეტის სკოლის გასახსნელად მიიწვიეს. 1934 წელს, ქ. ნიუ იორკში დაარსებულ „ამერიკული ბალეტის სკოლაში“ ბალანჩინმა სტუდენტების მონაწილეობით ჩაიკოვსკის „სერენადაზე“ სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის აბსტრაქტული ბალეტი დადგა. ჯორჯ ბალანჩინს ოთხასზე მეტი ბალეტი აქვს დადგმული, რომელთაგან ბევრი შედევრადაა აღიარებული. იგი ასევე ქორეოგრაფიულ ნომრებს დგამდა ბროდვეის მუზიკლებში, წარმოდგენებში, ჰოლივუდის ფილმებში, საოპერო სპექტაკლებში. აღსანიშნავია, რომ ბროდვეიდან ლინკოლნ-ცენტრამდე მიმავალ პატარა ქუჩას, სადაც “ნიუ-იორკ სითი ბალეტი“ მდებარეობს ბალანჩინის გზა (Balanchine way) ჰქვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42