"გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან - ხაჭაპურთან კავშირში, რადგან ეს მოვლენები, უკლებლივ ყველასთან განვითარდა. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. მოწამლულთა შორის შორის, 11 ბავშვია, ისინი 11 ბავშვი ბათუმის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადის მანქანებით თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, ამ დროისათვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
მასალის გამოყენების პირობები






