რომ გადავრჩე თქვენი დახმარება მჭირდება!
საზოგადოება - 16:44, 17 Jun, 2016     5053

გარიკ უზუნიანი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი მძძიმე ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული და საშინელი ტკივილებით იტანჯება.

გარიკა თბილისის მკვიდრია, მთელი ცხოვრება ავლაბარში გაატარა. ელექტრიკოსად მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთმა საღამომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხმა შემოესმა, ვიღაცა დახმარებას ითხოვდა... გარიკამ ნახა, რომ რამდენიმე ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცს ურტყამდა. გასაშველებლად რომ მივიდა, მას თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს.

ამ შემთხვევის შემდეგ გარიკას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ექიმებმა ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს. გარიკამ ავადმყოფობის პერიოდში წონაში მოიმატა და თავის საშინელი ტკივილები დაეწყო, ახლა კი საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. მუდმივად წოლის გამო მას ნაწოლები გაუჩნდა რომლებიც არაადამიანურ ტკივილს აყენებს. გარიკა ამის გამო ძალიან იტანჯება და ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებს.

მისი ტანჯვა იმითაც მძიმდება, რომ ის სრულიად მარტოა. წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს და საბნის გასასწორებლადაც სხვისი დახმარება სჭირდება... რამოდენიმე ხნის წინ, იტალიურ ეზოში, სადაც ის ცხოვრობს, საშინელი ხანძარი მოხდა. ცეცხლმა ფანჯრებში შუშები ჩაამტვრია, ახლა მის ოთახში ისევე უბერავს ქარი, როგორც გარეთ და სახურავიდან წვიმა ჩამოდის... ხოლო გარიკა, რომელიც ადრე ყველას ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, ვერაფერს აკეთებს, რომ თავისი უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს.

თუ თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით და სხვისი გასაჭირის გაზიარება შეგიძლიათ, ალბათ მიხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გარიკ უზუნიანს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები მას ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებასი, უმუშავებენ ნაწოლებს, მოაქვთ მისთვის პროდუქტები და მედიკამენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42