მარტოხელა ბებია ლეილა სიხარულიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!
საზოგადოება - 16:43, 17 Jun, 2016     1315
საქველმოქმედო ფონდის “სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარების ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან მძიმე მოსასმენია. ის, რაც ქალბატონ ლეილა სიხარულიძეს გადახდა თავს, მტერსაც არ უსურვებთ!

ბედნიერებას ცხოვრებაში მას მხოლოდ საყვარელი პროფესია ანიჭებდა. ქალბატონი ლეილა თბილისის პირველ სამშობიაროში მუშაობდა ჩვილ ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში და ბევრი პატარა გადაარჩინა. სახლში მისულს, კი მას სიძნელეები და პრობლემები ელოდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მისი საყვარელი მეუღლე, რის შემდეგაც ლეილას მარტო უხდებოდა ოჯახის გაძღოლა და ორი შვილის რჩენა.

ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელოდა. მიყოლებით მან ორივე შვილი დაკარგა. უბედურმა შემთხვევამ მოულოდნელად მისი სრულიად ჯანმრთელი ქალიშვილი იმსხვერპლა, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი გულის შეტევით გარდაიცვალა. პატარა შვილიშვილმა გადაატანინა ლეილას ეს საშინელი უბედურება. ბებია მხოლოდ მისთვის ცოცხლობდა, მისთვის არსებობდა... მეტროსთან მზესუმზირას ყიდდა და ნაშოვნი თანხით პატარა შვილიშვილს არჩენდა...

მაგრამ ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ელოდა, რომელმაც საბოლოოდ გაანადგულა საცოდავი მოხუცი. მისმა ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა, არასრულწლოვანმა შვილიშვილმა თვითმკვევლობით დაასრულა სიცოცხლე. ასე დაკარგა ლეილამ ყველაფერი რაც კი გააჩნდა ცხოვრებაში.

ახლობლების დაკარგვით მიყენებული სულიერი ტანჯვისა და მუდმივი ნერვიულობის გამო ბებია ლეილას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გაუარესდა მხედველობა, დაეწყო პრობლემები გულზე და გაუსაძლისმა ტკივილებმა იგი საწოლს მიაჯაჭვა. ახლა ლეილა პრაქტიკულად ვეღარ დადის.

პენსია საჭმლისა და წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის. 100 ლარად 8 კვ.მ ოთახს ქირაობს, რომელიც სარდაფს უფრო გავს ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. აქ არც წყალია და არც საპირფარეშო. იატაკი ბეტონისაა, კედლები ნესტიანია... დარჩენილი 50 ლარით კი ეს საწყალი ბებია ცდილობს თვიდან თვემდე თავი გაიტანოს.

“ზოგჯერ დღის განმავლობაში არაფერს ვჭამ, ზოგჯერ წინა დღის გამოზოგილი პურით ვიკვებები. ასე რამოდენიმე ლარის ეკონომიას ვაკეთებ, რომ გამაყუჩებლები ვიყიდო და ჩემ ტკივილს ცოტა მოვერიო... ჩემი შვილები ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, იზრუნებდნენ ჩემზე, ახლა კი სულ მარტო ვარ, სრულიად უცხო ადამიანების იმედად დარჩენილი”...

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველა გულისხმიერ ადამიანს თხოვნით მოგმართავთ დაეხმაროთ ამ უბედურ მარტოხელა, უსუსურ ქალბატონს!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მას, თანხა წამლების და პროდუქტების შესაძენედ შეგიძლიათ ჩარიცხოთ “სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლეილა სიხარულიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/137/

ერთად ბევრ ადამიანს გავუწოდეთ დახმარების ხელი, მოდით ამ ბებიასაც დავუდგეთ გვერდში. მარტოობისგან და უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა... ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42